გაკვეთილის გეგმა



გაკვეთილის მთავარ თემა
წილადების შეკრება გამოკლება (ერთმნიშვნელიანის
და სხვადასხვა მნიშვნელიანის).
სწავლების საფეხური
მექვსე კლასი
მოსწავლეთა პრიფილი
36 მოსწავლე. არ არის განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა
აქტუალობა
ეს მასალა დაეხმარება მოსწავლეებს ნაწილებზე ამოცანების ამოხსნაში
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლეები დაეუფლებიან სხვადასხვა მნიშვნელიანი წილადების დაყვანას ერთნაირ მნიშვნელზე შემდეგ მათ შეკრებას
წინასწარი ცოდნა
ერთნაირ მნიშვნელიანი წილადების შეკრება გაერთმნიშვნელიანება
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეთა წარმატებას დავადგენ წერითი სამუშაოებით და მსჯელობით გამოყენებული იქნება როგორც განმსაზღვრელი ისე განმავითარებელი შეფასება
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
ვისარგებლებ სახელმძღვანელოებით და სქემებით თვალსაჩინოებით
გაკვეთილის მსვლელობა

.1. წინასწარ:
·             საშინაო დავალების შემოწმება;
·            შემამზადებელი საშინაო დავალება  გაირჩევა  მთელ კლასთან ერთად;
·            მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურება;
2.  განმავლობაში:
·            გაკვეთილის ძირითადი ფაზა მოსწავლეებს მიეცემა სხვადასხვა ტიპის მაგალითები. მაგალითების ამოხსნის შემდეგ მოსწავლეები თვითონ გამოიყვანენ ერთნაირმნიშვნელიანი და სხვადასხვა  მნიშვნელიანი წილადების  შეკრების  წესს. შედეგზე  ვიმსჯელებთ  საშინაო დავალების შესრულების ხარისხზე და გაკვეთილზე მოსწავლის  მუშაობის   ხარისხზე დაყრდნობით  და  შევაფასებ როგორც  განმავითარებელიისე განმსაზღვრელი შეფასებით
3. შემდეგ:
·         გაკვეთილის დასკვნით ეტაპზე კეთდება მოსწავლეთა  ცოდნის  განმტკიცება. შესაძლებელია  ჯგუფური  ან დამოუკიდებელი  დავალების  მიცემა. ჯგუფებს  ვქმნით  მზაობის  მიხედვით და ვაძლევთ მზაობის შესაფერის მაგალითებსშემდეგ ტარდება პრეზენტაციავაძლევთ  შესაბამის  საშინაო  დავალებას განხილული მაგალითების ანალოგიურს.

No comments:

Post a Comment

6 ივნისს ჩატარდა მე/7 ტრენინგი გავიარეთ მე 6 მოდული დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის მოსწავლეთა ხელშეწყობა და ორიენტირება დამოუკიდებელ მ...